ჩვენ შესახებ


შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ (ს/კ 205130464) წარმოადგენს სს „ბიჯეო ჯგუფი“–ში შემავალ „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ შვილობილ კომპანიას, რომელიც 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ოპერირებს საგადახდო ინდუსტრიაში.

„დაირექტ დებიტ ჯორჯია“ უზრუნველყოფს თვითმოსახურების ტერმინალების განსათავსებლად ლოკაციების მოძიებას, მათ ტექნიკურ მხარდაჭერასა და გამართვას, ასევე ტერმინალებში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების აკუმულირებას.

თვითმომსახურების ტერმინალებით, მაქსიმალურად მცირე დროში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის სერვისის საფასურის გადახდა, როგორიცაა საბანკო და არასაბანკო მომსახურება, მობილური ოპერატორების სერვისები, კომუნალური გადასახადები თუ კინოსა და თეატრის ბილეთების შეძენა. ასევე, სატრანსპორტო ბარათის, „მეტრომანის“, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდის უნივერსალურ საშუალებას, დეპოზიტის შევსება ხდება მხოლოდ „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ტერმინალების მეშვეობით.

საქართველოს მასშტაბით, 3000–მდე თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული და 24/7 ემსახურება ნებისმიერ მომხმარებელს.

2016 წელს „იუსტიციის სახლის“ მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, თვითმომსახურების ტერმინალების განთავსებას გულსხმობდა, გამარჯვებული კომპანიის სტატუსით შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ სარგებლობს. ასევე, მხარდაჭერას უწევს „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალთა ქსელს. გასულ წელს კი, ახალი პროექტი ამოქმედდა, რომლის ფარგლებში ბენზიგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიები, სპეციალიზებული თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით, ნაღდი ფულის შეტანით მომენტალურად ასახავენ დღის ბრუნვას საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.

„დაირექ დებიტ ჯორჯია“ მრავალი წელია მხარს უჭერს მერიის/მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალების საგადახდო მომსახურებას, რაც მოიცავს თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით, მგზავრებისთვის გადახდების (თანხების) მიღებას.

კომპანიის საქმიანობა


შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ უზრუნველყოფს თვითმოსახურების ტერმინალების განსათავსებლად ლოკაციების მოძიებას, მათ ტექნიკურ მხარდაჭერასა და გამართვას, ასევე ტერმინალებში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების აკუმულირებას. კომპანიამ, მომსახურების ხარისხის და სწრაფი სერვისის მიღებისთვის, ერთი ფანჯრის პრინციპის სერვისი შექმნა, რაც გულისხმობს მოლარე-ოპერატორების განთავსებას:
იუსტიციის სახლებში;
სერვისების განვითარების სააგენტოებში;
სამედიცინო დაწესებულებებში;
შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ოფისებში;
ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

  • სპეციალიზებული თვითმომსახურების ტერმინალები

    კომპანიის ახალი პროექტი, რომელიც წარმოდგენილია სპეციალიზებული თვითმომსახურების ტერმინალების სახით, 2017 წელს ამოქმედაა. აღნიშნული ტერმინალები

    ”სრულად”

    შექმნილია კომპანიებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში დიდი ოდენობის თანხის ბრუნვა აქვთ ნაღდი ანგარიშსწორებების სახით. სპეციალიზებულ ტერმინალებში დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანით, კომპანიებს შეუძლიათ თავიდან აირიდონ თანხების ინკასირებისა და ანგარიშზე განთავსების შედარებით ხანგრძლივი პროცედურა, დამატებით დაზოგონ ადამინური რესურსი და რაც მთავარია მომენტალურად ასახონ დღის ბრუნვა საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.

    დღეისათვის სპეციალიზებული ტერმინალებით სარგებლობენ საქართველოში არსებული ისეთი მსხვილი ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურების ქსელები, როგორიცაა:

    • გალფი;
    • სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი;
    • ნეოგაზი;
    • რომპეტროლი;

    ”↑”

     

  • იუსტიციის სახლი

    შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ წარმოდგენილია იუსტიციის სახლებში და 2012 წლიდან დღემდე  წარმატებით ახორციელებს სახელმწოფო გადასახადების მიღებას.  

  • ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი

    შპს „ბათუმის საერთაშორის საკონტეინერო ტერმინალში“ შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ სალაროების მეშვეობით საბაჟო მოსაკრებელის და სხვა სერვისების გადახდების მიღება 2011 წლისა მარტიდან დღემდე ხორციელდება.

  • ყაზტრანსგაზ თბილისი

    შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ოფისებში, 2011 წლიდან დღემდე კომპანიის სალაროების მეშვეობით მათი მომხმარებლებისათვის გაწერილი სერვისების გადახდების უზრუნველყოფა ხდება.

  • სამედიცინო კორპორაცია ევექსი

    რეგიონში არსებულ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ სალაროები. კომპანია უკვე ოპერირებს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ყველა კლინიკაში. პროექტი 2011 წელს ამოქმედდა. ქსელის გაფართოებასთან ერთად  სალაროების ზრდაც იგეგმება.

  • საჯარო რეესტრი

    „ერთი ფანჯრის პრინციპი“ მოქმედებს „საჯარო რეესტრში“ სახელმწიფო სერვისების ყველა ტიპის გადახდების მიღება. აღნიშნული პროექტი 2006 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

სიახლეები

ნოემბერი 3, 2023

საყურადღებო ცვლილება მომხმარებლისთვის “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონში

,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უფლება აქვს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, საგადახდო მომსახურების […]
ივლისი 12, 2018

უკონტაქტო პლასტიკური ბარათის შეძენა თვითმომსახურების ტერმინალებშია შესაძლებელი

  1 აგვისტოდან, ქალაქ ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, „საქართველოს ბანკის“ უკონტაქტო პლასტიკური ბარათების, „ბათუმ ქარდის“, თბილისის მერიის შეღავათიანი ბარათების […]